|
2017-12-04 15:22:34, 788 ნახვა
ომბუდსმენი: ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები გამოწვევებს ვერ პასუხობს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოვთქვამს მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მომხდარი ძალადობრივი ფაქტის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების გამო. ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია: „ვიზიარებ მათი ოჯახებისა და ახლობლების ენით აუწერელ ტკივილსა და მწუხარებას. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია. მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს; სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)