|
2017-12-04 15:14:45, 1935 ნახვა
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 700 ბავშვი და მოზარდი იღებს დაფინანსებას
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დღეისათვის 700 ბავშვი და მოზარდი იღებს დაფინანსებას. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო და პროგრამაში 325 ბავშვი ჩართო. მათ სერვისს სამი დაწესებულება აწვდიდა. თბილისის მერია, პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს. 2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ, სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამიწვია და დღეისათვის, პროგრამას უკვე 6 დაწესებულება ემსახურება. 2015 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი 5-ჯერ არის გაზრდილი და 2017 წელს 2 800 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერიის განცხადებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“ 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.
ცვლილებების განხორციელება 2018 წლისთვისაც არის დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, 2018 წლიდან მომლოდინეთა სიაში მყოფი 120 ბავშვი ეტაპობრივად ჩაერთვება პროგრამაში და ექნება მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების საშუალება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ასოციაცია „ანიკას“ შენობაში, ცოტნე დადიანის #136, გაიმართება თბილისის მერიის წარმომადგენელთა შეხვედრა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან. (NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)