|
2017-12-04 14:56:46, 1838 ნახვა
საზოგადოება
ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქვეითთა უსაფრთხოებისთვის პარკირება ტროტუარისგან გაიმიჯნა
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ავტოპარკინგი ტროტუარისგან გაიმიჯნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ადგილები პირდაპირ ტროტუარზე მდებარეობდა, ტრანსპორტი საფეხმავლო ზონაში მოძრაობდა და ქვეითთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. დაახლოებით, 150-მეტრიან მონაკვეთზე, ხეებს შორის არ არსებობდა გაზონი, სხვა სახის გამწვანება, ავტობუსების გაჩერება ან ქვეითთა გადასასვლელი. შესაბამისად, პარკირების ცივილურად და დადგენილი წესების დაცვით მოწყობა გადაწყდა. იგი, ერთი მხრივ, ქვეითთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, ავტომფლობელთა ინტერესებს იცავს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტისთვის მეტი გასაჩერებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ. პეკინის ქუჩის N71-თან, დაახლოებით, 40 მანქანის საპარკინგე ადგილი განისაზღვრება. ტროტუარისა და პარკირების გამიჯვნის შემდეგ, ძირითად მონაკვეთზე ქვეითთათვის შვიდი მეტრის, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ, სამი მეტრის სიგანის ტროტუარი შენარჩუნდა, სადაც ავტომანქანების დგომა და მოძრაობა აკრძალული იქნება. გარდა ამისა, პერიმეტრზე არსებული ხეები ბორდიურებით შემოისაზღვრა, რათა ისინი ავტომანქანებმა გაჩერებისას არ დააზიანონ. დღეს, შემსრულებელმა კომპანიამ პეკინის ქ. N71-თან ასფალტის საფარის ბოლო ფენა დააგო, რომელმაც მითითებულ ადგილზე სამუშაოების ნაწილი ხარვეზით შეასრულა, რაც მკაცრი მითითების შემდეგ, ოპერატიულად გასწორდა. პეკინის ქ. N71-თან პარკირების ადგილები უახლოეს ხანებში დაიხაზება, რის შემდეგაც, ექსპლუატაციაში შევა. (NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)