23:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 09:37:42, 2162 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" გაიხსნა

მიმდინარე წლის  4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის".

კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ 17 ქვეყნის პარლამენტების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: რიჩარდ ჩარნეცკი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნილს სკოტი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics