|
2017-12-04 09:29:35, 1717 ნახვა
სამართალი
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. "ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)