|
2017-12-02 16:30:01, 2088 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა მათ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის - ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად ”გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან. სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი - რ.ა. და ჰ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)