14:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 16:16:33, 1745 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კოსმოსური ჰაკათონი იწყება

1-3 დეკემბერს თბილისში კოსმოსური ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა. კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში -Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 30 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი შეეცდება მისია წითელ პლანეტაზე აქციოს რეალურად. გამარჯვებული გუნდი "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსურისააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად.  მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და პრიზებს.

ჰაკათონი ფაბრიკაში გაიმართება.

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics