|
2017-12-01 14:02:50, 1754 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერსა და შს მინისტრს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები საცობების, სადისტრიბუციო მანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა იყო. მხარეებმა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ასევე, კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი, რომელმაც არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ეფექტურად უნდა იმუშაოს. „დღევანდელი შეხვედრის მიზანი ზოგადად, ქალაქში საცობების მოწესრიგება იყო. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება გვაქვს დაგეგმილი. მერიამ „თბილსერვის ჯგუფს“ და მის ხელმძღვანელს უკვე დაავალა, რომ უახლოეს მომავალში, ნარჩენების გატანის გეგმა წარმოადგინოს, რათა მათი გატანა ღამის საათებში მოხდეს და დღის განმავლობაში, მოძრაობა არ შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილეს, რათა დღის განმავლობაში, ქალაქში სატვირთო ავტომანქანების შემოსვლა არ მოხდეს და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს. „სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ. შესაბამისად დავიწყებთ მუშაობას, რომ კონკრეტული ქუჩები გამოიყოს, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებს გაჩერების შესაძლებლობა მხოლოდ გაჩერებებზე ჰქონდეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რადგან ისინი „ზებრა გადასასვლელებზე“ არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ასევე სერიოზულ პრობლემას უქმნიან მძღოლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური კამერების დამონტაჟების აუცილებლობაზეც გაამახვილა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, უწყებებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა უფრო ქმედითი გახდეს. „კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები ვალდებული არიან, ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რადგან იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-სთვის და განსაკუთრებით, საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. შეხვედრაზე კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი დავგეგმეთ, რომელმაც ძალიან ეფექტურად უნდა იმუშაოს. თანამშრომლები ერთმანეთს გავაცანით და ის ამოცანები დავუსახეთ, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, საპატრულო ეკიპაჟებმა პატრულირება დაიწყეს იმ სკოლების წინ, სადაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ფიქსირდება. საპატრულო ეკიპაჟები ასევე, პატრულირებენ ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებთან, რათა მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს. „იქ, სადაც ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მოქალაქეებს და მძღოლებს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარონ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკითხის სისტემური გადაწყვეტა. შესაბამისად, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ, რომ აღნიშნულ საკითხს უფრო სისტემურად მივუდგეთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. (NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





