|
2017-11-29 16:17:32, 1649 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ „აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმის” მხარდამჭერია
30 ნოემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს” გამართავს. პაშა ბანკი აღნიშნული ფორუმის სპონსორი და სავაჭრო დაფინანსების საკითხებზე დაგეგმილი პანელური შეხვედრის მონაწილეა. “პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ სავაჭრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.”- ოთარ ტაბუცაძე, პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების უფროსი ექსპერტი. აბრეშუმის გზის - ვაჭრობის დაფინანსების რეგიონალური ტექნიკური ფორუმი თავს მოუყრის ბიზნესის და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, იურისტებს, სავაჭრო დაფინანსების ექსპერტებს პროექტის “ერთი სარტყელი-ერთი გზა” ზრდასთან დაკავშირებული შესაძლებლობების და გამოწვევების განსახილველად. ფორუმის სპონსორები ასევე არიან: “საქართველოს ბანკი”, “ბაზის ბანკი”, “ვითიბი ბანკი საქართველო”, “ლიბერთი ბანკი” და “თელიანი ველი“ . საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.
(R)
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)