|
2017-11-28 14:53:08, 1577 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ პირველად, საქართველოში ტარდება. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან, გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის მიზანია კარიერული განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საპოლიციო განათლების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რეპუბლიკიდან მოწვეული ექპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ. კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, პოლიციელთათვის პროფესიული განათლების და კარიერული განვითარების სისტემის გაუმჯობესება. ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წევრი ქვეყნის პოლიციის აკადემიების რექტორები, თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის და ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. საერთაშორისო კონფერენცია ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)