16:02 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 13:34:18, 683 ნახვა

უკრაინის პრემიერი: რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ მისი მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და  ხელს უწყობს  ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას.  უკრაინის პრემიერ მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში  საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზე ისაუბრა:

„ჩვენ  ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო  კონკურენტუნარიანი გახდეს“,-აღნიშნა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხზე:

„აზიასა და  ევროპას  შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით  დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას  შეუძლია  იყოს  საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა,  რომ ჩვენ  შეგვიძლია შევქმნათ  გაერთიანება:  საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის   გამოყენებით“",-განაცხადა მან.

ვოლოდიმერ გროისმანმა  უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, მან განსაკუთრებული ყურადღება  ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გაამახვილა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics