|
2017-11-28 13:20:43, 1603 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე: ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში
„საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობის აღმოჩენის კუთხით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმს. მისი თქმით, წინა ფორუმთან შედარებით, წელს ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგებულია, რაც რეგიონში საქართველოს მზარდ როლს უსვამს ხაზს. „ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა, წინა ფორუმთან შედარებით, გაორმაგებულია. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში, როგორც სანტრანსპორტო-სავაჭრო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებლის. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტების და სტრატეგიული მნიშველობის ინიციატივების განვითარებას. საქართველო დღეს არის ლიდერი არა მხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რომელიც დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, არამედ, საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობის აღმოჩენის კუთხით. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის და აზის კონტინენტზე. ჩვენი მიზანია, რომ მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები გვქონდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტბილურობას, განვითარებას და საქართველო დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც მნიშვნელოვანი სანდო პარტნიორი ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესთან დიალოგის და სახელმწიფოების, ორგანიზაციებს შორის ორმხრივი და მრავალხმრივი შეხვედების პლატფორმას. აბრეშუმის გზის ფორუზმე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია 60-მდე ქვეყანიდან 2000-მდე დელეგატით ჩამოვიდა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)