|
2017-11-28 11:33:47, 1933 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება
თიბისი ბანკი პროგრამა „სტარტაპერის" ფარგლებში ინოვაციურ პროექტს -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" იწყებს და ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს. პროექტის - „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" ფარგლებში, თიბისი ბანკი დააფინანსებს როგორც ბიზნესიდეას ახალი სასტუმროების ასაშენებლად (საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, ტურისტებზე გათვლილი განთავსების სხვა საშუალება) ისე არსებულ სასტუმროებს. პროდუქტის უპირატესობა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხის ძირის დაფარვას მეპატრონე სატუმროს შემოსავლების მიღების შემდეგ დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, სტარტაპსესხის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ასაშენებლად, შესაძენად, გასარემონტებლად ან მის მოსაწყობად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. პროექტში ჩართვა იმ სასტუმროებს შეუძლიათ, რომლებიც ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" განკუთვნილია როგორც მიკრო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 3, 500 000 ლარი. საშეღავათო პერიოდია მაქსიმუმ 30 თვე, რომელიც მოიცავს მშენებლობა/რემონტისა და ოპერირების პერიოდს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120-150 თვეა. პროექტით -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" სარგებლობისას, შესაძლებელია პარალელურად EBRD-ისა და „აწარმოე საქართველოში" პროექტებში მონაწილეობაც, რაც სასტუმროების მფლობელებისთვის დამატებითი შეღავათსა და სარგებელს წარმოადგენს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სტარტაპგარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება. ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა სტარტაპერებს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხიც შესთავაზა. პირველად, საქართველოში, აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, ერთრდოულად ისარგებლონ ორივე პროდუქტით. პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე პროგრამა სტარტაპერის ვებგვერდზე www.startuperi.ge.
(R)
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





