|
2017-11-27 17:28:24, 2054 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს კილიონ მუნიამას შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანს, დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სპეციალური ანგარიშისთვის ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს. „ევროსაბჭო ამზადებს სპეციალურ მოხსენებას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იმ ქვეყნებში, სადაც არის კონფლიქტი. საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები, თუმცა დამატებითი ცნობები მივაწოდეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსიფიკაცია გალისა და ახალგორის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით განათლების სფეროში, გადაადგილების თავისუფლების ყოველდღიური შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯანდაცვის პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დევნილთა განსახლების პროგრამებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა კილიონ მუნიამამ სოზარ სუბარს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. „ვფიქრობ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინება სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ საქართველოს გამოცდილებიდან, თუ როგორ ხდება დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენი ვიზიტი ღირებულია სიტუაციის კიდევ უფრო უკეთესი ანალიზისთვის, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია და ადგილზე გავეცნოთ პრაქტიკას“, - განაცხადა კილიონ მუნიამამ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქსა და წეროვანში დევნილებისთვის გადაცემულ საცხოვრებლებსაც დაათვალიერებენ. (NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)