02:26 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 13:29:36, 1854 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: წულუკიანი უნდა მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა აჰმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ როგორ მოხდა აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება  ციხიდან.

"ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მაშინ გადაწყვიტეს, რომ ჩატაევი გაეშვათ. არვიცი ვის ჯინაზე, მაგრამ ჯინაზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოვიდეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პასუხი გასცეს, თუ როგორ მოხდა მაშინ, ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics