11:40 - 01 Nov, 2026
|
2015-05-07 11:48:49, 1760 ნახვა
მსოფლიო
რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის მთავარმა საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ბარგის განყოფილებაში გაჩენილი ხანძარი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ ღამით აეროპორტის მესამე ტერმინალის ბარგის განყოფილებაში გაჩნდა. ეს ტერმინალი საერთაშორისო ფრენებისათვის გამოიყენება. ადგილზე მეხანძრეთა 20 ბრიგადა მივიდა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, კვამლის შედეგად მოიწამლა სამი ადამიანი, თუმცა სხვა სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა. ამ დროისთვის ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტი მუშაობას ადგილობრივი დროით 14:00 საათზე განაახლებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)