|
2017-11-25 11:27:27, 2506 ნახვა
სამართალი
„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ BBC წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ჯერ უცნობია. 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თურქეთის 3 და ისრაელის ერთი მოქალაქეა. მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს ესწრებოდა, ბათუმში ინციდენტის ადგილას ჩავიდა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა", - წერს BBC. ხანძარზე "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ადამიანების გარდაცვალებამ მხუთავი აირით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. სტატიის ავტორი წერს, რომ დაშავებულთა შორის თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეებიც არიან. ტელეკომპანია ABCNews-ი იტყობინება, რომ ხანძარი სასტურმოში მაშინ გაჩნდა, როდესაც სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2017"-ის მონაწილეები ვახშამზე იმყოფებონდნენ. ინფორმაციის თანახმად, კონკურსის მონაწილეები ხანძარს გადაურჩნენ. სტატია ასევე ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი წერს, რომ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)