|
2017-11-25 10:27:58, 2053 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს." -წერია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გუშინ დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ირანის 1 ხოლო საქართველოს 10 მოქალაქე. ინტოკსიკაციის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)