|
2017-11-25 03:21:15, 681 ნახვა
გახარია: თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებები იქნება
შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს. როგორც გახარია ამბობს, გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს. "ხდება ყველა ოთახის მეორადი კონტროლი, რომ ყველაფერი შემოწმდეს, სადმე არ დარჩეს არც ერთი ადამიანი. დაახლოებით 2 საათში ამ რეიდის დასრულების შემდეგ გვეცოდინება საბოლოოდ გარდაცვლილთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია" - განაცხადა გახარიამ. მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. სასტუმროში მყოფი ადამიანები, ბლოკირებული აღმოჩნდნენ მეშვიდე სართულზე. მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. გიორგი გახარია მადლობას უხდის მაშველ-მეხარნძრეებს გამოჩენილი სიმამაცისთვის. "მათი მამაცი საქციელის შედეგია 100-მდე გადარჩენილი ადამიანი". მინისტრმა საქმის გამოძიებაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით გამოძიება გადაკვალიფიცირდა და სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის მიმართულებით გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)