|
2017-11-24 13:53:24, 1603 ნახვა
საზოგადოება
აშშ ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის კუთხით საქართველოს ხელისუფლების დახმარებას აგრძელებს
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის შეგროვებასა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებაში დახმარებას უწევს. პროექტის „სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში, აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 43 პლანშეტური კომპიუტერი უსასყიდლოდ გადასცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმსრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის მთავრობასა და უშუალოდ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა. „ამერიკის შეერთებულმა შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ჩვენ უკვე შეგვიძლია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ სტატისტიკა, რაც გააუმჯობესებს ინფორმაციის მიღების ოპერატიულობას, უფრო საიმედოს გახდის სასოფლო-სამურნეო სტატისტიკას, რაც საბოლოოდ ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე საქართველოს მთავრობას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გამართული სტატისტიკის წარმოება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაცაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის მხრივ ყურადღება საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დახმარება საქართველოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებით, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მოხდება სტატისტიკის წარმოების ელექტრონული ვერსიის დანერგვა, რაც დაზოგავს დროსა და თანხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USDA–ს შორის, 2017 წლის მაისის თვეში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა: სასოფლო-სამეურნეო კვლევების დანერგვის, განხორციელებისა და ინფორმაციის დამუშავების მიზნით სამინისტროსთვის საჭირო ტრენინგებსა და ტექნიკური დახმარების გაწევას. (NS)
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)