|
2017-11-24 13:41:19, 1682 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
თბილისის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება. განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს აღმოსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს აცნობს. კობახიძე ამ წუთებში საქართველოს პარლმენტის მიერ უკვე მიღებულ დოკუმენტს მიმოიხილავს და რეფორმის ძირითად მიზნებზე საუბრობს. მოგვიანებით ის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. „საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ვიტყოდი, რომ იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ, რ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს ამის საშუალება, რომ ერთიანად მიმოვიხილოთ ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის იმ ცვლილებების განხილვა, რომელიც შედის საკონსტიტუციო პაკეტში. როგორც მოგეხსენებათ შედის ხუთი ცვლილება კონსტიტუციაში, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი შეთანხმებიდან. ამ შეთანხმების საფუძველს და მიზეზსაც თქვენთან ერთად განვმარტავ, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვიხილო მთლიანად ის პაკეტი, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით, რომელიც უკვე ამოქმედებულია და სრულად შევა ძალაში მას შემდეგ რაც ფიცს დადებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტი“,-განუცხადა პროფესორ-მასწავლებლებს ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)