|
2017-11-23 17:52:27, 2702 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. ამ დროისთვის თოვლი დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის გლდანში, მუხიანში, სანზონასა და დიდ დიღომში შეინიშნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს თბილისში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიკლებს. „ჰაერის ტემპერატურა თბილისში ამაღამ 0, -1 გრადუსი, ხვალ ღამით კი, -1 დან -2 გრადუსამდე იქნება“,-აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ. რაც შეეხება რეგიონებს, მისი თქმით, 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ხვალიდან ნალექის ინტენსივობა იკლებს. „საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. დასავლეთ საქართველოში დღეს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ნალექი ყველა რაიონში არ არის მოსალოდნელი. ეს ამინდი 25 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, შემდეგ კი დილიდან გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან ნალექის ინტენსივობა იკლებს“,-განაცხადა ნიორაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)