|
2017-11-23 15:20:11, 2062 ნახვა
საზოგადოება
კალაძის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, თბილისის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა. კახა კალაძე აღნიშნულ ოჯახებს გაესაუბრა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა. მანვე ისნის რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს სთხოვა, სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოს. „12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალში, გვეცოდინება რა მდგომარეობაა. პრემიერის დავალებაა, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და შესაბამისად, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით, სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. ჩატარდება ასევე, ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი აღდგენილი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება, თბილისის მერია დაზარალებული ოჯახების ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს. „კორპუსში კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები ხვალ დასრულდება. ამ ეტაპზე, 12-მა ოჯახმა მოგვმართა, გუშინ კი, სამი მომართვა იყო. იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარ ბინებში ვერ ბრუნდებიან, ორი-სამი დღის შემდეგ, ფართებს ვუქირავებთ და შერჩეულ ბინებში გადავიყვანთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, შეუძლია მიმართონ ისნის გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)