|
2017-11-23 13:04:40, 2096 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით V სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელს 23-24 ნოემბერს ეწვევა. 24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს. სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)