|
2017-11-22 15:06:51, 2283 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაცია გრძელდება - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის გაბრიელს სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. სპეციალური დანიშნულების რაზმმა იმ კორპუსზე მიიტანა შტურმი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით პერიოდულად ცეცხლს ხსნიან და ფანჯრიდან ხელყუმბარებს აგდებენ. ადგილზე სპეცრაზმის გარდა ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართული არიან ასევე ჯავშანმანქანები. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)