|
2017-11-21 13:04:41, 1646 ნახვა
საზოგადოება
მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს. თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური კამპანიის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ კი, სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა. მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა. „ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია - „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, - აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ. კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე - 114 დარეკონ. „ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, - განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. (NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





