|
2017-11-21 11:10:15, 1847 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“ (Energy- Transregional Opportunities) ერთ-ერთი სპიკერი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი იქნება. მალიჟი ამ თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა, სამსახურეობრივ მოვალეობას კიევიდან ასრულებს და პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობისა და პოლიტიკური ინიციატივების წარმართვაზე უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. მალიჟი EBRD-ის 2010 წელს შეუერთდა, როგორც ფინანსური ინსტიტუტების გუნდის დირექტორი, სადაც მან წარმატებით განავითარა ბანკის ბიზნესი დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში და ბანკის საქმიანობა წამოიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. EBRD- ში გაწევრიანებამდე ის იყო BNP Paribas- ის კორპორატიული განვითარების მმართველი დირექტორი საბანკო შესყიდვების მიმართულებით. მისი ადრეული კარიერა იყო ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება Arthur Andersen and McKinsey & Company-ში, სადაც ის ემსახურებოდა კლიენტებს ინდუსტრიულ, ფინანსურ, მაღალტექნოლოგიურ და სამშენებლო საქმიანობის საკითხებში. მალიჟი არის ფრანგული ბიზნესსკოლის მაგისტრი. ფლობს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/212-francis-malige (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)