05:10 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:01:33, 2361 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა

 „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე,  ვისაუბრეთ პერსპექტივებზე",-ასე შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასევე, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ვაფორმებთ მემორანდუმს. აქ საუბარია პარტნიორობაზე, რომელიც უნდა გაღრმავდეს, საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის და ამის საფუძველზე,  იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics