|
2017-11-21 10:20:24, 2063 ნახვა
საზოგადოება
მერია მუხიანში მდებარე ყოფილი საბავშვო-ბაღის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მუხიანში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. „ვეხმაურებით, თბილისში, მუხიანის პირველ მ/რ, კორპ. N1-ში (საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.087) მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (ხის ფიცრულები) დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა, რის შემდგომაც, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ჯგუფი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე გავიდა და მოსახლეობას გაესაუბრა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობები და შემოღობვები, თბილისის თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა. ამჟამად, საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზნით, სამსახური წითელი ხაზების დასაზუსტებლად აზომვით სამუშაოებს იწყებს. ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 27 თანამესაკუთრეზეა რეგისტრირებული“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)