|
2015-05-06 14:56:03, 1011 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ აჭარაში ახალ გაზ-გასამართ სადგურს ხსნის
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის განვითარებას და ბათუმში, აბუსერიძის 24 ნომერში მდებარე ვისოლის ობიექტზე, გაზგასამართ სადგურს ამატებს. „„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს ბათუმელ მომხმარებელს დამატებითი კომფორტი შევუქმნათ და კიდევ ერთ სადგურზე ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური საწვავი შევთავაზოთ. გაზგასამართი სადგურების ქსელის გაფართოება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე „ვისოლის“ უახლოეს სამომავლო გეგმებში შედის. ბათუმში გახსნილი ახალი ობიექტი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც EBRD-ის თანადგომით იხსნება. სინდიცირებული სესხი „ვისოლის“ ამბიციურ საინვესტიციო პროგრამას მოხმარდება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი კომპრესირებული ბუნებრივი აირის ყველაზე ფართო ქსელის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)