21:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 13:53:32, 2522 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდნენ

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრები მიიღოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა

ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

"ნატოს კარი ღიაა და ამის ყველაზე კარგი მაგალითია, რომ  ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების რაოდენობა 2-ჯერ არის გაზრდილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეთ, საჭიროა ორგანიზაციის ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოთ. საქართველო და უკრაინა ამ ეტაპზე რეფორმების ჩატარებაზე არიან კონცენტრირებული, კერძოდ კი, ავითარებენ თავდაცვის ინსტიტუტებს, ებრძვიან კორუფცია და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებენ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ და უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეძლონ.

მისივე თქმით, არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერიოს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში მონტენეგრო ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics