12:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:18:58, 2404 ნახვა

კომენტარი
ჭონქაძე: მოთმინებით ვისმენდი ბრალდებებს, რაც ჩემს აგრესიულობას გამორიცხავს

თბილისის მერიის უსაფრთხოების ახლადარჩეული უფროსის ნიკოლოზ ჭონქაძის განცხადებით, მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკური მიზნის მატარებელია.

ჭონქაძე ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს:

"იყო  ჩემი შეურაცხყოფა  3 დღის მანძილზე, ვისმენდი ამ შეურაცხყოფას მოთმინებით ამ დარბაზშიც. აქედან გამოირიცხება, რომ მე ვარ აგრესიული. ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს, როგორი ვარ. ამ ბრალდებებს თავისი ფანტაზიით აკეთებდნენ პოლიტიკური მიზნების გამო",-განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

მას მხარი 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას გაემიჯნა ოპოზიცია.

მათი თქმით, ნუგზარ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics