01:14 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 18:59:35, 2355 ნახვა

კომენტარი
გოკა გაბაშვილი: საკრებულოში არ მოსვლა, მერის მხრიდან ძალიან არასწორი საქციელია

საკრებულოს ფრაქცია " ევროპული საქართველოს" წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძე უნდა მისულიყო და მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვას ცივილური სახე  ჰქონოდა.

 გაბაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ მან პოლიტიკურ დიალოგზე  უარი განაცხადა:

" უნდა მოსულიყო დღეს საკრებულოში, მერს უნდა ესაუბრა კადრებზე, რომელიც წარმოადგინა, კარგი იქნებოდა, არ გაქცეოდა შეკითხვებს და გვქონოდა კომუნიკაცია თუ გნებავთ, რომ არ გვქონდეს ნორმალური დიალოგი, ცუდი არჩევანია",-აღნიშნა გოკა გაბაშვილმა და დასძინა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

კახი კალაძის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი წევრების კანდიდატურებისთვის კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. კენჭისყრაში არც ერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics