02:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:50:04, 731 ნახვა

აბრეშუმის გზის ფორუმის, ერთ-ერთ პანელს სლოვენიის ვიცე-პრემიერი გახსნის

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“  (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability ) მისასალმებელი სიტყვით სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი გამოვა.

1995-2000 წლებში ის იყო ადამიანის უფლებათა დამცველი, ექსპერტიზის სამსახურის დირექტორი და ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის უფროსი.

2001-2004 წლებში იკავებდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იუსტიციის სამინისტროში.
2004-2008 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში.

2006 წელს იყო ნატო-ს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის თავმჯდომარე, სლოვაკეთში.

2005 წელს აირჩიეს სლოვენიის პენსიონერთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად.

2008-2010 წლებში იყო გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების მინისტრი.

2011 წელს - სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.

2012 წლიდან კი კარლ ერჟავეკი გახდა სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ერჟავეკი ავტორია არაერთი ნაშრომისა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, ხორვატიულ, სერბულ და გერმანულ ენებს.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/161-karl-erjavec





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics