|
2017-11-17 16:59:28, 1816 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კონტექსტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს დაეხმაროს ზოონოზური დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ცოფის აღმოფხვრის მიმართულებებით. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)