|
2017-11-16 18:31:30, 2598 ნახვა
საზოგადოება
საქსტატის ცნობით, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ქვეყანაში 31 446 გოგო არ დაიბადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა. სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები განიხილეს. ყურადღება მოსახლეობის ზრდის დინამიკაზე, ხანდაზმულობისა და დაბერების მაჩვენებელზე გაამახვილეს. კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით გამოირჩეოდა, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა. საქსტატის 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგოზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როდესაც დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. ეს შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 - გოგოა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი - 59 249-ს. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო აღწერის ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ. „ქალებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ თავიანთი, დამოუკიდებელი შემოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, არის დაკარგული პოტენციალი. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ნამდვილად მოითხოვს გათვალისწინებას შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისას", - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ. გარდა ამისა, აღწერის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის 92% ფიქრობს, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის მოვლაა. ასევე მამაკაცების 62% ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს. მოსახლეობის 58%-ის აზრით, ცუდ ქორწინებაში ყოფნა მარტოხელობა სჯობს. ხოლო, ქალების და მამაკაცების 70% თანხმდება იმაზე, რომ ქორწინებაში მყოფი ქალი უფრო ბედნიერია, ვიდრე მარტოხელა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





