|
2017-11-16 15:12:26, 1552 ნახვა
კომენტარი
ბრაზილიის საგარეო მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანაა
„ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა რეფორმა ეკონომიკური მიმართულებით. სწორედ ამ რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდრო ქვეყანა ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიც არის გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, უსაფრთხოება და სხვა", - ამის შესახებ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს, რაც ბრაზილიისთვის საკმაოდ საინტერესო და სამაგალითოა. ფერეირას განცხადებით, მისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა ელექტრონული მომსახურების მიღების მიმართულებით. „ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებიც თქვენ განახორციელეთ და იმ წარმატებას, რომელიც საქართველოს აქვს სერვისების ელექტრონულად მიღების კუთხით", - განაცხადა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ბრაზილიისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და იგი აქტიურად მუშაობს ბრაზილიის შესაბამის სამინისტროსთან, რომ მოხდეს საქართველოში ბრაზილიის ბიზნეს დელეგაციის სტუმრობა, რათა მათ ადგილზე შეაფასონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა და ახლა საჭიროა ეს სათანადოდ გამოვლინდეს კონკრეტულ სფეროებში ურთიერთობებში - იქნება ეს ხალხთა შორისი კონტაქტები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ. გარდა ამისა, მან მაღალი შეფასება მისცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. ასევე მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობის საპარლამენტო განზომილებას და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბრაზილიელი სენატორების ვიზიტს საქართველოში. როგორც მინისტრმა განაცხადა, ბრაზილიის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა მოჰყვა სენატორების ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ალოუსიო ნუნეს ფერეირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ბრაზილია მხარს უწერს საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის 15-16 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მან ასევე პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)