00:40 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 13:53:19, 2528 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ნანუაშვილზე: ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში

„ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში“,-ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს.

„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ომბუდსმენმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების პერიოდში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics