|
2017-11-16 12:43:31, 1904 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, გამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ გაიმართება
საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საქართველოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 17 ნოემბერს 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს ფოტოგამოფენის „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ ოფიციალურ გახსნას. ღონისძიების გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკია“. აღნიშნული გამოფენა, პირველად 2006 წლის ზაფხულში, ათენის ბენაკის მუზეუმში გაიმართა. მას შემდეგ, მოიარა მთელი მსოფლიო და ახლა პირველად წარსდგება ქართველი დამთვალიერებლის წინაშე. გამოფენა შედგება კოსტას ბალაფასის მიერ 1969-2001 წლებში ათონის მთაზე გადაღებული 50 რჩეული ფოტოსაგან. კოსტას ბალაფასი ბერძნული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი დიდოსტატია. იგი ასევე წარმოადგენდა ომისშემდგომი პერიოდის ჰუმანისტური ფოტოგრაფიის წინამძღოლს. მისი ფოტოები წარმოადგენენ ბერძნული ისტორიისა და საზოგადოების ამსახველ უნიკალურ ძეგლებს, რომლებშიც ძირითადად აღბეჭდილია ჩვეულებრივი ბერძნების ყოველდღიური ცხოვრება და მათი თანმდევი რუტინა. გამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 27 ნოემბრამდე გასტანს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)