|
2017-11-15 14:11:33, 2649 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. მისი შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. უჩა ნანუაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. „დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისათვის. მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა. ხოლო, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა. ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სახალხო დამცველი გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს იმ დროს დააკავეს, როცა ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)