|
2017-11-15 12:11:38, 2136 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ ოპტიმიზაციის გეგმას მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენენ
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებები მოიწონა. ის მომდევნო კვირაში დასამტკიცებლად პარალამენტს გადაეგზავნება. რაც შეეხება იმას, თუ რა რაოდენობის ადმინისტრაციული ხარჯები შეიკვეცება, გიორგაძე დღეს კონკრეტულ ციფრებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გახდება ცნობილი: „მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ გაგრძელება 4 პუნქტიანი გეგმის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას. შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც აუცილებლად ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აისახება პოზიტიურად. მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და გარდა ამისა, თავად მმართველობის უფრო ეფექტიანი განხორციელება. ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითხვები კონკრეტულ ციფრებთან, იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება. თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე, რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ციფრები იქნება ცნობილი. ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა ასეთი შერწყმა, იქნება მზად იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული გეგმა მთავრობას წარუდგინოს“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. ის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)