18:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:39:39, 2038 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად  - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად  - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics