|
2017-11-13 15:24:50, 510 ნახვა
მდინარაძე: ენმ-ის ინიციატივა „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, პარლამენტში მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს
„როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ენმ-ის ინიციატივა „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, პარლამენტში მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. „როგორც ვიცი, ეს არის შემზღუდავი ნორმების ერთობლიობა. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით და ეს პროექტი, ბუნებრივია, ვერ ჰპოვებს მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)