2017-11-13 00:49:57, 782 ნახვა
ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერობის არჩევნების მეორე ტურში ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში სულ არსებული 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით, შესაბამისად, ნახევარი ოქმებისა ჯერ კიდევ დასათვლელია.
ავტორი: ,