15:42 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 19:03:14, 1990 ნახვა

საზოგადოება
17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % (88 522 ამომრჩეველი) შეადგინა.

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

ყაზბეგი - 44.1%

ხაშური - 27.1%

ბორჯომი - 44.8%ქუთაისი - 14.1%

ოზურგეთი - 47.2%

მარტვილი - 30.7%

„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 საათზე. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ანა მიექელაძის თქმით,  ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 21 საჩივარი. მათ შორის ბორჯომში - 9, ოზურგეთში - 9, ქუთაისში - 2, ხაშურში - 1. ყაზბეგისა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში ამ დროისათვის საჩივრები არ შესულა.

"„#35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენთან დაკავშირებული საჩივარი განიხილა. როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო ყუთის ხელახლა გახსნისა და დალუქვის გადაწყვეტილება. გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული უკონვერტო ბიულეტენი, გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი კომისიის მიერ“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics