|
2017-11-12 19:01:55, 1783 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, ოზურგეთში მყარი უპირატესობა გვაქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს. „დღის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ყველა უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, მყარი უპირატესობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ უპირატესობას დღის ბოლომდე კიდევ უფრო გავზრდით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა. „მოვუწოდებ და ვთხოვ „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მეორე ტურში, კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად ჩანდა, რომ სახელისუფლო კანდიდატის გუნდს ოზურგეთის განვითარების კონკრეტული პროგრამა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი, ჩვენთან დაკავშირებით საუბრობდა. მათი მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტურაჟირება მოხდა, თუმცა მედია თავისუფალია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა არის სიმართლე და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავალი განვითარება უზრუნველყოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. (NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)