|
2017-11-12 10:59:39, 1937 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში თბილისში პროდუქციის შემნახველი მეურნეობა გაფართოვდა
თბილისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა, - შპს „საქინვესტი“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქინვესტის“ პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში ერთდროულად 2 700 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. კომპანიაში 43 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო 2017 წელს გაფართოვდა. კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს კომპონენტით“ ისარგებლა. საწარმოში ჯამურად 1 718 494 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შ ექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო. თბილისში შექმნილია 4 ახალი საწარმო და გაფართოვდა 34 საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)