|
2017-11-11 12:03:39, 2505 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი დაზღვევამ ქალაქში უსაფრთხო მოძრაობის ხელშესაწყობად კამპანია წამოიწყო
თიბისი დაზღვევა მნიშვნელოვან პრობლემას ეხმიანება და მოუწოდებს მძღოლებს, არ მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. კამპანიის მიზანია შეამციროს საჭესთან ნასვამი მძღოლების რაოდენობა და მათ მიერ გამოწვეული რისკი. სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში 572 ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები იყვნენ. კამპანიის ფარგლებში, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებმა რამდენიმე კვირის განმალობაში, SMS-ი მიიღეს, ტექსტით : "უცნაურია, დღეს სულ პარასკევი რატომაა? შეგიძლია, საღამოს გემრიელად გაერთო! მაგრამ, საჭესთან დაჯდომა არც იფიქრო. შენს სახლში მისვლაზე ჩვენ ვიზრუნებ. თიბისი დაზღვევისგან Taxify-ის 10 ლარიანი სასაჩუქრე კოდი გადმოგეცემა! შეიყვანე კოდი TBCinsurance Taxify-ის აპლიკაციაში და იმგზავრე მშვიდად. #რასაცშენითვერაზღვევ". მომხმარებლებს კოდის გამოყენება მათთვის სასურველ დროს შეეძლოთ. როგორც თიბისი დაზღვევის ბრენდ მენეჯერი, ქეთი თევდორაძე ამბობს, კომპანიას სურს, რომ ყველაზე აქტუალურ მომენტში შეახსენონ მძღოლებს, უარი თქვან ავტომობილის მართვაზე, მაშინაც კი, როცა თვლიან, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა აქვთ მიღებული. კამპანია მომავალშიც გაგრძლედება და მომხმარებელს პარასკეობით, SMS-ის საშუალებით შეახსენებს თავს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)