|
2017-11-11 10:30:36, 1928 ნახვა
საზოგადოება
თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა მომავალი კვირის ბოლოდან დაიწყება
მომავალი კვირის ბოლოდან, ახალგაზრდების მიერ თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დედაქალაქის ახალი მერი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და „თბილსერვის ჯგუფს“ შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. „რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელის მორეცხვითი სამუშაოები და არსებული მდგომარეობის გამოსწორება დავიწყეთ. დღეს სამუშაოები უკვე სრულად დამთავრებულია. ადგილზე დამონტაჟდა ანტივანდალური განათების სისტემები. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი რჩება, ანტივანდალური სათვალთვალო კამერებია, რომლის მონტაჟსაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ. აღნიშნული პროცესი სრულად დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკურებით კი ღამის საათებში, მორიგეობა გაგრძელდება, რათა არსებული მიწისქვეშა გვირაბის ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს. რაც შეეხება მიწისქვეშა გვირაბების მოხატვის საკითხს, რომელსაც კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალი პარასკევიდან, ან შაბათიდან დაიწყება. „ვიცი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი ჩვენი დედაქალაქის განვითარებაში ჩაერთოს. მომავალი პარასკევი-შაბათიდან, უკვე შეგვიძლია გვირაბის მოხატვა-გალამაზება დავიწყოთ. ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ პირადად მეც მომწეროთ, თქვენი მოსაზრებები ან კომენტარებში დააფიქსიროთ. ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქის გალამაზებაში. ანალოგიური მიდგომა იქნება ყველა გადასასვლელთან დაკავშირებით. სამუშაო მართლაც ბევრია. რაც მთავარია, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა თბილისის ახალმა მერმა. კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა. „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელიც.
(NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





