|
2017-11-10 19:13:35, 2061 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა - ელჩს საქართველოში 4-წლიანი დიპლომატიური სამსახურის ვადა ამოეწურა.გიორგი გახარიამ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ შეხვედრისას საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში თურქეთის საელჩოს და პირადად ელჩს, ბატონ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს. მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. (NS)
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)